logo
ENG



გამყრელიძე: კოვიდ-19-ის დიაგნოსტირებისთვის მსოფლიოში 3 ტიპის მეთოდოლოგია არსებობს

27 მარ 202022:39
3 წუთის საკითხავი
 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა გადაცემაში „სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა“ სწრაფ ტესტებზე ისაუბრა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, სწრაფი ტესტის ორი ტიპი არსებობს. კერძოდ: ერთით სისხლში ანტისხეულის შემოწმება ხდება, ხოლო მეორე სწრაფ ტესტს ინფექციის აღმოჩენისთვის 15-20 წუთი სჭირდება.

„ამ დაავადების დიაგნოსტირებისთვის დღეს მსოფლიოში არსებობს სამი ტიპის მეთოდოლოგია. ერთი გახლავთ "პისიარ" ტექნოლოგიაზე დაფუძნებული შემოწმება, რომლითაც ნაცხის აღებით, სისხლში ხდება ვირუსის აღმოჩენა. ეს გახლავთ ოქროს სტანდარტი დიაგნოსტირების, რომელიც იძლევა საშუალებას ინფექციის დაწყების პირველ დღეს, ვირუსი ვნახოთ ცხვირ-ხახის ნაცხში. ამ მეთოდს იყენებს საქართველო. როდესაც იძლევა ეს ტესტი დადებით პასუხს, მაშინ შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ადამიანს აქვს ინფექცია. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, სწრაფი ტესტი არის ორი სახის. ერთი არის სისხლში ანტისხეულის აღმოჩენაზე დაფუძნებული. როდესაც ვინმეს ემართება რომელიმე ინფექცია, იმის წინააღმდეგ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულს. არსებობს მეორე სწრაფი ტესტი და ამ სწრაფ ტესტს სჭირდება 15-20 წუთი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 


close დახურვა